1. 1) როდისმე, ოდესმე (ითქმის ზუსტად უცნობი ან ჯერ დაუდგენელი მომენტის შესახებ მომავალში); I'll see you again some time, I'm sure როდისმე ისევ შეგხვდები, დარწმუნებული ვარ; we really should meet some time soon to discuss the details როდისმე უახლოეს ხანებში აუცილებლად უნდა შევხვდეთ და დეტალები განვიხილოთ; I'll phone you sometime this evening ამ საღამოს რაღაც მომენტში დაგირეკავ; you must come and have supper sometime როდისმე / ერთხელ ვახშამზე უნდა შემოგვიარო;
2) როდისღაც, ოდესღაც (ითქმის ზუსტად უცნობი ან დაუდგენელი მომენტის შესახებ წარსულში); I last saw him sometime last year ბოლოს იგი როდისღაც / სადღაც გასულ წელს ვნახე; our house was built sometime around 1900 ჩვენი სახლი სადღაც / დაახლოებით 1900 წლისთვის აშენდა; sometime after six everybody left სადღაც ექვსის მერე ყველანი წავიდნენ; they usually go to Rome sometime in the autumn ჩვეულებრივ, შემოდგომისთვის / სადღაც შემოდგომაზე რომში მიემგზავრებიან ხოლმე;
2. იშვ. ზოგჯერ; დროდადრო, ხანდახან [=sometimes]; but sometime fear is the beginning of wisdom მაგრამ ზოგჯერ შიში სიბრძნის დასაწყისია ხოლმე; I am apt to think, a dedication sometime to be none of the least troublesome მიმაჩნია, რომ ზოგჯერ თავდადება საკმაოდ მომაბეზრებელია;
3. არქ. ერთხელ; ერთ დროს; the Emperor Constantine used this speech sometime unto his bishops ერთხელ ამ სიტყვებით იმპერატორმა კონსტანტინემ თავის ეპისკოპოსებს მიმართა.